ამ ეტაპზე არსებობს ავეჯის ინდივიდუალურად დამზადების მხოლოდ ინტერნეტ მაღაზია. ვებ-გვერდზე წარმოდგენილია კუპე-კარადების ნაირსახეობა, მორგებული სხვადასხვა ინტერიერზე: განკუთვნილი როგორც ბიბლიოთეკებისათვის, ასევე შემოსასვლელი, სასტუმრო თუ საძინებელი ოთახებისათვის. ვებ-გვერდზე ასევე იხილავთ სამზარეულო ავეჯის მრავალფეროვან არჩევანს.
აქ თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სტანდარტული მოდელი, ან შექმნათ ავეჯი თქვენი საკუთარი დიზაინით; განათავსოთ შეკვეთა ონლაინ და 2 - 6 კვირის განმავლობაში მიიღოთ სასურველი ავეჯი სახლში მიტანით, მთელი საქართველოს მასშტაბით.
თქვენ ასევე შეგიძლიათ:
- აირჩიოთ ავეჯის ფერი;
- ფასადების სახეობა;
- უფასოდ მიიღოთ დიზაინ პროექტი.
- თავად განსაზღვროთ საკუთარი დიზაინით შექმნილი ავეჯის ღირებულება , შესაძლო 5%- 10% - იანი ცდომილებით. საბოლოო ფასის გამოთვლა მხოლოდ აზომვისა და შეკვეთის დეტალების დაზუსტების შემდეგ დადგინდება.
თუ მიგაჩნიათ, რომ სალონის არ არსებობა თქვენი მოწონებული ავეჯის შეძენისათვის გადაულახავ წინააღმდეგობას წარმოადგენს, დაათვალიერეთ საიტი და თქვენ აქ წააწყდებით რამოდენიმე საინტერესო სტატიას, რომელიც ავეჯის მასალებში გასარკვევად და შერჩევის საკითხებში ძალიან დაგეხმარებათ.
ინფორმაცია ავეჯის ბიზნესით დაინტერესებულ ინვესტორთათვის:
უკრაინის ავეჯის ბაზარზე წლების განმავლობაში დაგროვებულმა მუშაობის გამოცდილებამ და საქართველოს ბაზრის დეტალურმა შესწავლამ წარმოშვა ინოვაციური ტექნოლოგიებისა და ავეჯის ახალი მოდელების დანერგვის იდეა. თქვენი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელია წარმატებული პროექტების განხორციელება.
დაინტერესების შემთხვევაში დამიკავშირდით: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it